სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: Wild animals-გარეული ცხოველები.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ და მოიპოვონ ინფორმაციები გარეულ ცხოველებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, ცხოვრების ნირზე და თავისებურებებზე.

პროექტის აქტუალობა: პროექტი მოსწავლეებს განუვითარებს დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას გარეულ ცხოველებზე, გაეცნობიან მათ თავისებურებებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ მაღალ სააზროვნო უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ისწავლიან დამოუკიდებელ და ჯგუფურ მუშაობას, რაც დაეხმარება მათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებაში.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კლასგარეშე წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ფურცლები, პროექტორი, მარკერები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა #1: პროექტის თემის შერჩევა.

აქტივობა #2: მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა.

აქტივობა #3: ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება.

აქტივობა #4: დეტალური ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში, წიგნებსა და ჟურნალებში.

აქტივობა #5: ინფორმაციების კომპიუტერში გადატანა.

აქტივობა #6: პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა #7: პროექტის შეჯამება.

აქტივობა #8: მოსწავლეთა შეფასება ( იხილეთ ქვემოთ)

კრიტერიუმები
1-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმა ვერ გაიაზრა სამუშაოს არსი
ჯგუფმა მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა ვერ შეძლო სამუშაოს სწორად დაგეგმვა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვაში იყო ხარვეზები
ჯგუფმა სწორად შეძლო სამუშაოს დაგეგმვა
წევრთა აქტიურობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ იყო აქტიური
ყველა წევრი აქტიური იყო სამუშაოს შესრულების დროს
პრეზენტაცია
წარმოდგენილი პრეზენტაცია არ იყო გასაგები და მკაფიო
წარმოდგენილი პრეზენტაცია ზუსტად არ ასახავდა დავალებებს
წარმოდგენილი პრეზენტაცია ზუსტად ასახავდა დავალებებს

საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია.

უცხ. ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ: გამოფენა, სადღესასწაულო სუფრა, ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა.)

უცხ. ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.

უცხ. ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.        მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტს, დამატებით განახორციელებს კრიტერიუმებს;
2.       გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმებს, ადარებენ, აუმჯობესებენ.
3.       მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
4.       გუნდის წევრებთან ერთად ახდენს ცოდნის და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
5.       გუნდის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს.
6.       გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას.
7.       გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას.
8.       გუნდის წევრებთან ერთად განახორციელებს პროექტს.
9.       გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე; კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
10.   გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

პროექტის ხელმძღვანელი: შორენა რუსიეშვილი

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: shorenarusieshvili69@gmail.com.


No comments:

Post a Comment