სსიპ იური სიორიძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი
პროექტის
სახელწოდება
|
„ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის“
|
პროექტის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
|
ინგლისური ენის პედაგოგი
შორენა რუსიეშვილი
|
საკონტაქტო
ინფორმაცია
|
577206925
shorenarusieshvili69@gmail.com
|
ინფორმაცია სკოლის შესახებ:
სკოლის
დასახელება
|
სსიპ იური სიორიძის სახელობის
საჯარო სკოლა
|
მისამართი
|
ოზურგეთის რაიონი სოფელი კონჭკათი
|
პროექტის
ბენეფიციარები
|
V- VI კლასის მოსწავლეები, პედაგოგი.
|
პროექტის შესახებ:
პროექტის
განხორციელების ვადები
|
დასაწყისი:
6.11.2019
დასასრული: 13.11.2019
|
სკოლის დირექტორი: მინდია გოთუა
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი: შორენა რუსიეშვილი
პროექტი: „ტურისტული
ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის“.
უცხ.ს.III.23
ტურისტული ბროშურის
შექმნა უცხოელებისათვის
მიზანი:
ენობრივი კომპეტენციების მობილიზება;
პროექტის წარმატებით დაგეგმვა-განხორციელება;
გუნდური მუშაობის ჩვევის განვითარება;
სხვადასხვა რესურსის დახმარებით საჭირო ინფორმაციის
მოპოვება და შეჯერება.
რესურსები:
ჟურნალები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი ფოტოებისა და
ინფორმაციის მოსაზიებლად, სამუშაო ფურცლები, ფერადი ფლომასტერები, წებო.
სოციალური ფორმები:
ჯგუფური
აქტივობის მსვლელობა:
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს პროექტის მიზანს: მათ
უნდა შექმნან ტურისტული ბროშურა უცხოელებისათვის. პირველ რიგში ერთად ადგენენ ბროშურის
შესაქმნელად სამუშაო გეგმას და აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს,
რომლების მიხედვითაც შეფასდება მოსწავლეების მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტი.
მასწავლებელი ყოფს კლასს 3-4 კაციან ჯგუფებად, . ჯგუფებში
უნდა განისაზღვროს , თუ რომელი მოსწავლე სამუშაოს რომელ ეტაპზე იქნება პასუხისმგებელი.
ჯგუფები მუშაობენ დმოუკიდებლად. მათ უნდა გადაწყვიტონ,
თუ რომელი და რამდენი ძეგლის/ტურისტული ობიექტის მონახულებას შესთავაზებენ უცხოელ სტუმარს.
რამდენი დრო და რა სახის რესურსები დასჭირდებათ, როგორ მოიძიებენ ღირსშესანიშნაობათა
ფოტოებს (ჟურნალებში, ენციკლოპედიებსა და ინტერნეტში) და ინფორმაციას მათ შესახებ,
როგორ შეადგენენ მოკლე ტექსტებს, მოიფიქრებენ საინტერესო ვიზუალურ გაფორმებას, ჩააკრავენ
ფოტოებსა და ტექსტებს სპეციალურ ფურცლებზე, აკინძავენ და მოახდენენ მის პრეზენტაციას
თანაკლასელების ან მოწვეული სტუმრების წინაშე.
სასურველია, მომზადდეს ბროშურის კომპიუტერული ვერსიაც.
მუშაობის პროცესში მოსწავლეებს, ძირითადად დასჭირდებათ
შესწავლილი თემატური ლექსიკის გამოყენება, თუმცა, შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი
ლექსიკური მარაგი. ასეთ შემთხვევაში მათ ეხმარება მასწავლებელი.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევრები გამოიფინება
საკლასო ოთახში.
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას;
განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები;
თავიანთი შექმნილი ბროშურებით მოიზიდავენ უცხოელ ტურისტებს.
სამიზნე ჯგუფი:
V-VI კლასის
მოსწავლეები.
პროექტზე მუშაობის
ვადები:
ერთი კვირა (6.11-13.11.2019)
პროექტის განსახორციელებლად
საჭირო საქმიანობები / ვადები:
I ეტაპი:
6.11.2019
სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფუნქციების და დავალებების
გადანაწილება (მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით).
II ეტაპი:
8.11.2019
მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტის საშუალებით დაამზადონ
ბროშურები, სლაიდები და პლაკატები საქართველოს შესახებ და თარგმნონ ინგლისურ ენაზე.
III ეტაპი:
11.11.2019
მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება.
IV ეტაპი:
13.11.2019
პრეზენტაცია, დისკუსია, პროექტის შეჯამება.
ხელის შემშლელი
ფაქტორები / შესაძლო რისკები:
ნაკლები მოტივაცია და ჩართულობა.
პროექტის შეფასების
კრიტერიუმები:
შეფასება მოხდება კომპონენტის პრაქტიკაში ჩართულობის
მიხედვით.
შეფასების ტიპი - განმავითარებელი.
განმავითარებელი
შეფასება:
თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეასრულოს დავალება მოცემულ ვადებში,
მასწავლებელი არ ერევა მათ საქმიანობაში, მხოლოდ ეხმარება საორგანიზაციო კუთხით, გადაამოწმებს
რომ ყველაფერი სწორად კეთდება, ეხმარება სიძნელეების შემთხვევაში და რესურსების მოძიებაში.
საბოლოო პროდუქტი ფასდება წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების
მიხედვით
მეთოდიკური კომენტარი:
ენის სწავლება მხოლოდ ენობრივი ელემენტებით ვერ შემოიფარგლება.
უცხოური ენის გაკვეთილი მოსწავლეების პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და აზროვნების
განვითარებასაც უნდა ემსახურებოდეს.
მოცემული აქტივობა ორიენტირებულია არა იმდენად ენობრივ
ასპექტზე, რამდენადაც ისეთი ზოგადი სოციალური კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა:
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა. პროექტზე მუშაობა იმითაც არის
საინტერესო, რომ იგი მოსწავლისაგან მოითხოვს აქტიურ ჩართულობას, რაც მას სწავლების
პროცესის ცენტრში აყენებს, მასწავლებელს კი მხოლოდ მეგზურის/დამხმარეს ფუნქციას ანიჭებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ფლობს უნიკალურ კურორტებს
როგორც ზღვისპირეთზე, ასევე ალპურ ზონაში. საქართველოში არსებული ოთხი სარეკრეაციო
სტატუსმინიჭებული კურორტიდან -ურეკი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის კურორტები საშუალებას იძლევა ზამთარ-ზაფხულ
უმასპინძლოს დამსვენებლებს საქართველოდან თუ საზღვარგარეთიდან, რაც ბიუჯეტის ზრდისა
და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის
კურორტებიდან მოქმედია ურეკი, შეკვეთილი და სამთო კურორტი გომისმთა.
საზღვაო აკვატორია შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე საზღვაო
ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით ურეკსა და შეკვეთილში შესაძლებელია
აშენდეს მინიპორტები, საიდანაც კომეტით, მცირე ზომის სასეირნო გემებით და კატერებით
მოეწყობა ექსკურსიები დამსვენებლების და ტურისტებისათვის.
კურორტი გომისმთა მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილის
ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე. გომისმთა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული
სამთო კურორტია. მისი უნიკალურობა გამოიხატება მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით.
შეფასების რუბრიკები:
პროექტის მონიტორინგი
|
ვის მიერ?
|
როდის?
|
რა კრიტერიუმებით?
|
პირველი შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
8.11.2019
|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
11.11.2019
|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
|
საბოლოო შეფასება
|
მასწავლებელი და
მოსწავლეები
|
13.11.2019
|
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
|
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
|
მცირედ
|
საშუალოდ
|
მთლიანად
|
მოსწავლეებს საკუთარი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში
|
|||
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
|
|||
მოსწავლეები არ აცდენენ პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ
იყვნენ მეგობრულები და კორექტულები
|
მოსწავლეთა
თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე
|
||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან
|
||
გულახდილი ვიყავი
დასმულ შეკითხვებზე პასუხისას
|
||
სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს პროექტებზე
|
მასწავლებლის
თვითშეფასების კითხვარი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
|
||
მოვახერხე პროექტში ყველა მოსწავლის ჩართვა
|
||
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
|
||
პროექტი დასრულდა გაწერილ დროში
|
რეფლექსია
2019 წლის 6-13 ნოემბერს განვახორციელე სოციალური პროექტი:
„ ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის“. პროექტის მიზანი იყო ურთიერთ თანამშრომლობა,
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება და ტურისტების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში.
თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან
ერთად. დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში.
შევადგინეთ სამოქმედო გეგმა.
საინტერესოდ წარიმართა მოსამზადებელი სამუშაოები. დროდადრო
თვალყურს ვადევნებდი მათ მუშაობას. ბოლოს, მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოაწყვეს საკლასო
ოთახი, წარმოადგინეს მათი ნამუშევრები ინგლისურ ენაზე, პლაკატები. პროექტით გათვალისწინებული
ყველა აქტივობა ჩატარდა უმაღლეს დონეზე.
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალ სასწავლო
წელსაც განვახორციელოთ მსგავსი სახის პროექტი. პროექტის მიზანი მიღწეულ იქნა, რაც პროექტის
ძლიერ მხარედ მიმაჩნია. მომავალში გამოვიყენებ მიღბულ გამოცდილებას.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა რუსიეშვილი- ურეკი
შეკვეთილი
გომისმთა
No comments:
Post a Comment