Friday, November 29, 2019


                                                               საწრეო მუშაობა
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის იური სიორიძის სახელობის საჯარო სკოლა
წრის დასახელება:  ვისწავლოთ და ვისაუბროთ ინგლისურად“
                                    “Learn and speak English”
აღნიშნული წრე ჩამოყალიბდა ინგლისურ ენაში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, რომელშიც ნებაყოფლობით გაწევრიანდა V კლასის მოსწავლეები. წრე ჩატარდება ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ორშაბათს და ოთხშაბათს, მე-7-ე გაკვეთილზე.
სულ ჩატარდება 10 სამუშაო შეხვედრა.
წრის მიზანი:
1.      მოსწავლეებში დამოუკიდებელი და კრეატიული აზროვნების განვითარება.
2.      უცხო ენის მიმართ ინტერესის გაღვივება.
3.      მოსმენის კულტურის და საუბრის ხელოვნების გაუმჯობესება.
4.      თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
წრის მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან დატვირთულია საინტერესო თემებით, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
წრის აქტუალობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა რესურსების გამოყენება, მაგ: სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა, დაფა, ცარცი, თვალსაჩინოებები, ინტერნეტი და სხვა.
წრეში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა:  5
წრის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი: შორენა რუსიეშვილი.

                                                    წრის მოსწავლეთა სია:
1.      აბაშიძე გიორგი
2.      ბოლქვაძე ნატალი
3.      გოთუა ლიზი
4.      დარჩიძე რეზი
5.      ზოიძე ქრისტინე


                                                                  შეხვედრების განრიგი

N
თარიღი
თემის დასახელება
საათების რაოდენობა
1
30.09.2019
My Family; The present simple
      45 (წთ)
2
2.10.2019
My Day; The present simple of to be and have / has got
     45 (წთ)
3
7.10.2019
Friends; personal pronouns
     45 (წთ)
4
9.10..2019
Pets; The indefinite article a / an
     45 (წთ)
5
14.10..2019
Jobs; The indefinite article a / an with jobs
     45 (წთ)
6
16.10.2019
School Life; The present simple  with adverbs of frequency
     45 (წთ)
7
21.10.2019
Classroom objects; The present simple – affirmative sentences
     45 (წთ)
8
23.10.2019
School subjeqts; The present simple – negative sentences
     45 (წთ)
9
28.10.2019
Free-time aqtivities; The present simple – yes / no questions
     45 (წთ)
10
30.10.2019
Revision
     45 (წთ)


30.09.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე: “My Family”. მოსწავლეებმა ისწავლეს ახალი სიტყვები ოჯახთან დაკავშირებით და ახლანდელი მარტივი დროის გამოყენებით ისაუბრეს თავიანთ ოჯახებზე.

2.10.2019-ში საწრეო მუშაობის თემა იყო: “My Day”. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი დღის რეჟიმის შესახებ. შეისწავლეს ახალი სიტყვები. შეადგინეს წინადადებები ახლანდელ დროში.

7.10.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე: “Friends”. მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრების შესახებ, გამოიყენეს პირის ნაცვალსახელები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართეს ერთმანეთთან დიალოგები.

9.10.2019-ში საწრეო მუშაობის თემა იყო: „Pets”.ისწავლეს მათთვის აქამდე უცნობი ცხოველების დასახელება. ისაუბრეს თავიანთ ცხოველებზე. და დახატეს ცხოველები.
14.10.2019-ში ჩატარებული საწრეო მუშაობის თემა იყო: „Jobs”. მოსწავლეებმა ისწავლეს ახალი პროფესიების დასახელება. ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიებზე. გამოიყენეს არტიკლები.

16.10.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე: “School life”. მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის ცხოვრებაზე, შედარება მოახდინეს მშობლიურ სკოლასთან. შეადგინეს წინადადებები. გამოიყენეს სიხშირის აღმნიშვნელი ზმნიზედები.

21.10.2019-ში საწრეო მუშაობის თემა იყო: „Classroom objects”. მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი სიტყვები თემასთან დაკავშირებით, შეადგინეს მარტივი წინადადებები აწმყო დროში.

23.10.2019-ში მოსწავლეებმა საწრეო მუშაობაზე განიხილეს თემა: „School subjects”.


ისაუბრეს სკოლის საგნებთან დაკავშირებით. გამართეს ერთმანეთთან დიალოგები, თუ რომელი საგანი უყვართ და რომელი არა და რატომ.


28.10.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე: “ Free-time aqtivities”. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფალი დროის აქტივობებზე, რომელი აქტივობა მოსწონთ და რომელი არა, რას აკეთებენ თავისუფალ დროს. დაუსვეს ერთმანეთს კითხვები. ისწავლეს ახალი სიტყვები.
30.10.2019-ში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა. მოკლედ მიმოვიხილეთ და გავიხსენეთ ყველა ის თემები, რაზეც ვიმუშავეთ ერთი თვის განმავლობაში. და დავასრულეთ საწრეო მუშაობა.




                                                            რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ინგლისური ენის წრე სახელწოდებით: „Learn and speak English”. მასში გაერთიანებულია V კლასის მოსწავლეები. წრე ტარდებოდა კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს, მე-7-ე გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომლებიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ისე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, ასევე საგნის მიმართ მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში. საკითხის საფუძვლიანად დაუფლების მიზნით.
ყოველი საწრეო მუშაობა იყო აქტიური, ბავშვები ხალისით იყვნენ ჩართულნი თითოეულ სამუშაოში. ხალისით ადგენდნენ კითხვარებს მიცემული ტექსტების მიხედვით. ადგენდნენ დიალოგებს, ახდენდნენ ერთმანეთის შეფასებას მეცადინეობის დასრულებამდე. მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა, ყველა აქტივობების წარმართვა გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა მიიღეს დიდი გამოცდილება როგორც თემების დამუშავებისა, ასევე მოძიება-დახარისხებაში.
სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებ მსგავს საქმიანობას.





No comments:

Post a Comment