საწრეო მუშაობა
სსიპ ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის სოფ. კონჭკათის იური სიორიძის სახელობის საჯარო სკოლა.
კლასი:
II
მოსწავლეთა რაოდენობა:
5
საგანი:
ინგლისური ენა
მასწავლებელი:
შორენა რუსიეშვილი
წრის სახელწოდება:
“English is fun”.
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ინგლისური
ენის წრე, სახელწოდებით: “ English is fun”.
მეცადინეობა ჩატარდება ერთი თვის განმავლობაში, კვირაში
ორჯერ, ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ერთი აკადემიური საათი. მე-6-ე
გაკვეთილი.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,
რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების
განვითარებას.
ინგლისური ენის წრის მუშაობის ძირითადი მიზნებია:
● კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
● მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
● გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება;
● მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.
● მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნების მიხედვით.
მეცადინეობაზე განსაკუთღებული ყურადღება დაეთმობა სიტყვების
შესწავლას. მარტივი წინადადებების შედგენას და სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბებას. გამოვიყენებთ
სიმღერებს, დიალოგებს, მარტივ ტექსტებს.
წრის მოსწავლეთა სია:
1.
დიასამიძე ირაკლი
2.
ქავზინაძე მართა
3.
მჟავია ელენე
4.
ყიფშიძე ლუკა
5.
ტუღუში თორნიკე
საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებულ
აქტივობებს.
შეხვედრების განრიგი:
N
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
საათების
რაოდენობა
|
1
|
21.10.2019
|
Toys
|
45 (წთ)
|
2
|
25.10.2019
|
My Room
|
45 (წთ)
|
3
|
28.10.2019
|
My Family
|
45 (წთ)
|
4
|
1.11.2019
|
Food
|
45 (წთ)
|
5
|
4.11.2019
|
A body
|
45 (წთ)
|
6
|
8.11.2019
|
Adjectives describing
physikal appearence
|
45 (წთ)
|
7
|
11.11.2019
|
Clothes
|
45 (წთ)
|
8
|
15.11.2019
|
Colours
|
45 (წთ)
|
9
|
18.11.2019
|
Weather
|
45 (წთ)
|
10
|
22.11.2019
|
Revision
|
45 (წთ)
|
გამოყენებული მასალები:
1.თვალსაჩინოებები;
2. მოსწავლის წიგნი და რვეული;
3. ინტერნეტი;
4.კომპიუტერი.
21.10.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე „Toys”.
მუშაობა ძალიან დიდი ხალისით წარიმართა. ბავშვებმა ნახეს თვალსაჩინოებები თემასათან
დაკავშირებით. შეისწავლეს ახალი სიტყვები. შეადგინეს მარტივი წინადადებები.
25.10.2019-ში საწრეო მუშაობის თემა იყო: „My
room”. მოსწავლეებმა დაფიდან გადაიწერეს ახალი სიტყვები, რის მიხედვითაც აღწერეს თავიანთი
ოთახები მარტივი წინადადებებით.
28.10.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა, რომლის თემა
იყო: “My Familiy”. მოსწავლეებმა ისწავლა სიტყვები
ოჯახთან დაკავშირებით და ისაუბრეს მათი ოჯახების შესახებ. დახატეს ოჯახის წევრები.
1.11.2019-ში ჩატარებული საწრეო მუშაობა შეეხებოდა საკვებს
-Food. მოსწავლეებმა ახალი სიტყვების დახმარებით ისაუბრეს კვების შესახებ, თუ რომელი
საკვები უყვართ და არ უყვართ. წაიკითხეს და მოისმინეს ტექსტები.
4.11.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა თემაზე: „A
Body”. მოსწავლეებმა ისწავლეს ახალი სიტყვები და აღწრეს სურათები ახალ თემასთან დაკავშირებით.
მოისმინეს ტექსტები.
8.11.2019-ში მოსწავლეებმა შეისწავლეს აღნაგობასთან
დაკავშირებული ზედსართავი სახელები და აღწერეს მათი მეგობრები ახალი სიტყვების გამოყენებით.
11.11.2019-ში ჩატარდა საწრეო მუშაობა,რომლის თემა იყო:
„Clothes”. მოსწავლეებმა ახალი სიტყვები გადაწერეს დაფიდან და მარტივი სიტყვებით შეადგინეს
წინადადებები ჩაცმულობასთან დაკავშირებით. წაიკითხეს მცირე ზომის ტექსტები.
15.10.2019-ში ჩატარებული საწრეო მუშაობა ეხებოდა ფერებს-
Colours. მოსწავლეებმა ნახეს თვალსაჩინოებები და იხალისეს ფერებთან დაკავშირებით. ახალი
სიტყვები შემატეს თავიანთ ლექსიკურ მარაგს და შეადგინეს წინადადებები. გააფერადეს სურათები.
წაიკითხეს ტექსტები.
18.11.2019-ში ჩატარდა საწრეო მუსაობა თემაზე: Weather-
ამინდი. შეისწავლეს ახალი სიტყვები, ისაუბრეს ამინდის შესახებ. დახატეს წვიმიანი, თოვლიანი,
მზიანი, ღრუბლიანი ამინდების ნახატები. მოისმინეს
და წაიკითხეს მარტივი ტექსტები.
22.11.2019-ში გვქონდა შემაჯამებელი სამუშაო, მიმოვიხილეთ
თითოეული წრის თემა.
რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა ინგლისური
ენის წრე, სახელწოდებით „ English is fun”, მასში გაერთიანებულია II კლასის მოსწავლეები.
წრე ტარდება ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათს და პარასკევს,
ერთი აკადემიური საათი, მე-6-ე გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ
არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის
, მოსმენით და მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება,
თანამშრომლობითი უნარის წარმოჩენა.
I კლასში
მეტი ყურადღება ეთმობა ზეპირმეტყველებას. II
კლასში კითხვა შემოდის, ამიტომ მოსწავლეებს უჭირთ წერა-კითხვა. ბუნებრივია
თუ უფრო გაღრმავებით ვასწავლი ინგლისურ ენას,
აუცილებლად წაადგებათ. საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაა კითხვითი წესების შესწავლა,
გამოთქმებზე ვარჯიში და გრამატიკული საკითხები.
სამომავლოდ მსგავსი საქმიანობის განხორციელებისთვის
გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესების უფრო მეტ სფეროს და წლის განმავლობაში ვიმუშავებ
ისეთ საკითხებზე, რაც მათ უფრო დააინტერესებთ და დაეხმარებათ საგნის უკეთ დაძლევაში.
ვფიქრობ დასახულ მიზნებს მივაღწევ, რადგან მოსწავლეთა დაინტერესება წრის მუშაობაში
იყო ძალიან დიდი.
No comments:
Post a Comment