სსიპ ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის იური სიორიძის სახელობის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება
|
„ვაჩუქოთ მოხუცებს
სითბო და სიკეთე!“...
|
განხორციელებაზე
პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
|
ინგლისური ენის
პედაგოგი შორენა
რუსიეშვილი
|
საკონტაქტო ინფორმაცია
|
577206925
shorenarusieshvili69@gmail.com
|
ინფორმაცია სკოლის შესახებ:
სკოლის დასახელება
|
სსიპ იური
სიორიძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
|
მისამართი
|
ოზურგეთი. სოფელი
კონჭკათი
|
პროექტის ბენეფიციარები
|
IX კლასის მოსწავლეები, პედაგოგები.
|
პროექტის შესახებ
პროექტის განხორციელების
ვადები
|
დასაწყისი: 15.11.2019
დასასრული: 22.11.2019
|
სკოლის დირექტორი: მინდია გოთუა
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი: შორენა რუსიეშვილი
პროექტი „ვაჩუქოთ მოხუცებს სითბო და სიკეთე!“...
პროექტის აქტუალურობა/ რითი არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი
ჩვენთვის?
მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა - სახელმწიფოსა
და საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მრავლად არიან
ადამიანები, რომლებსაც შვილებიც ჰყავთ, შვილიშვილებიც, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ
წლებს მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ატარებენ, მისტირიან წარსულს და გული უკვდებათ
საკუთარი ყოფით დაუძლურებულთ - როგორც ქუჩაში მაწანწალა ფინიები, ისე შეჰყურებენ ხელში
ადამიანებს და მოწყალებას ელიან.
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ბედის ანაბარად მიტოვებული,
შეურაცხყოფილი, მიგდებული და მივიწყებული მოხუცია ჩვენს გარშემო...
მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამას აღრიცხვაზე
600-ზე მეტი მარტოხელა ადამიანი ჰყავს, რომელიც საწოლს არიან მიჯაჭვულნი, მრავალი დაავადებით
და სულიერად დამძიმებულნი. 5 წელია, რაც ჩერნოვეცის ფონდის თანამშრომლები ზრუნავენ
ამ კატეგორიის ხალხზე, არ აკლებენ სითბოსა და ყურადღებას და არცაა გასაკვირი, რომ ისინი
მათ მიერ ლამის მშობლიურ ადამიანებად აღიქმებიან.
მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციართა რიცხვი დღითიდღე იზრდება,
ხოლო იმისათვის, რომ სრულად მოვიცვათ, უფრო მეტი თანადგომა და დახმარება აღმოვუჩინოთ
მათ. საჭიროა კეთილ ადამიანთა დახმარება, ისეთი ადამიანების თანადგომა, რომლებზეც იტყვიან
- დიდი გულისა და კეთილი სულის პატრონი არისო!
ვაჩუქოთ მოხუცებს სითბო და სიკეთე! - მათ საზოგადოების
დახმარება სჭირდებათ.
ხანდაზმულთა სახლში
მოხვედრის მიზეზები:
● საკუთარი საცხოვრებლის არქონა;
● მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (სიღარიბე);
● ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა;
● ოჯახის წევრის გარდაცვალება;
● შევიწროება (abuse) ოჯახის წევრების მხრიდან;
● ოჯახისგან გაუცხოება (რესპონდენტების განცდა, რომ
ისინი ზედმეტები არიან ოჯახის წევრის/ნათესავის
ოჯახში).
პროექტის მიზანი:
● თანამშრომლობის,
პრობლემის გააზრებისა და მისი მოგვარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება,
კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
● მოსწავლეები გაეცნობიან მოხუცებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პროექტის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან:
უცხ.IX.27. მოსწავლე ტოლერანტულია
კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ.
მისაღწევი შედეგები:
პასუხისმგებლობის გრძნობა მოხუცების მიმართ, ზრუნვა
მათ მიმართ, ემპათიის გრძნობის გაღვივება, მოუწოდებენ სხვებსაც -აჩუქონ მოხუცებს სითბო.
სამიზნე ჯგუფი:
IX კლასის მოსწავლეები, თვითმმართველობის ორგანოები.
პროექტზე მუშაობის ვადები:
ერთი კვირა (15.11-22.11.2019)
პროექტის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები / ვადები
I ეტაპი: 15.11.2019
სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფუნქციების და დავალებების
გადანაწილება ( მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით).
II ეტაპი:
18.11.2019
მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია მოხუცების
თავშესაფრებისა და სხვა დამხმარე ორგანიზაციების შესახებ.
III ეტაპი:
19.11.2019
მოსწავლეები გაესაუბრებიან სკოლაში სხვა მოსწავლეებს
და სთხოვენ მოიტანონ რაიმე ისტორია მათი ბებიების და ბაბუების შესახებ.
IV ეტაპი:
20.11.2019
მოსწავლეების სტუმრობა ოზურგეთის რაიონის სოფელ ანასეულის
მოხუცთა თავშესაფარში.
V ეტაპი:
22.11.2019
პრეზენტაცია, დისკუსია, პროექტის შეჯამება.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
● თანაგრძნობის
გააზრება - განვითარება მოსწავლეებში.
● კვლევა-ძიების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
ხელის შემშლელი ფაქტორები / შესაძლო რისკები:
ნაკლები მოტივაცია მოსწავლეების მხრიდან, კონტაქტზე
უარის თქმა მოხუცების მხრიდან.
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები:
ინტეტნეტი, კომპიუტერი, დიდი ზომის ფორმატები, თაბახის
ფურცლები, ფლომასტერები, სურათები, წებო.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
შეფასება მოხდება კომპონენტის - პრაქტიკაში ჩართულობის
მიხედვით.
შეფასების ტიპი - განმავითარებელი.
შეფასების რუბრიკები:
პროექტის
მონიტორინგი
|
ვის მიერ?
|
როდის?
|
რა კრიტერიუმებით?
|
პირველი
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
18.11.2019
|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
|
მეორე
შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
20.11.2019
|
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით
|
საბოლოო
შეფასება
|
მასწავლებელი და მოსწავლეები
|
22.11.2019
|
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
|
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
|
მცირედ
|
საშუალოდ
|
მთლიანად
|
მოსწავლეებს საკუთარი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში
|
|||
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
|
|||
მოსწავლეები არ აცდენენ პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ
იყვნენ მეგობრულნი და კორექტულები
|
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე
|
||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან
|
||
გულახდილი ვიყავი
დასმულ შეკითხვებზე პასუხისას
|
||
სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს პროექტებზე
|
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
|
||
მოვახერხე პროექტში ყველა მოსწავლის ჩართვა
|
||
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
|
||
პროექტი დასრულდა გაწერილ დროში
|
რეფლექსია
2019 წლის 15-22 ნოემბერს განვახორციელე სოციალური პროექტი
თემაზე: „ვაჩუქოთ მოხუცებს სითბო და სიკეთე“...
პროექტის მიზანი
იყო:
●
თანამშრომლობის, პრობლემის გააზრებისა და მისი მოგვარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
გამომუშავება, კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
● მოსწავლეები გაცნობოდნენ მოხუცებთან დაკავშირებულ
პრობლემებს.
პროექტის, თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
უცხ.IX.27. მოსწავლე
ტოლერანტულია
კულტურული
და
ინდივიდუალური
განსხვავებების მიმართ.
განხორციელებული პროექტის ანალიზი:
პროექტი განვახორციელე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით,
თითოეული ეტაპი ემსახურებოდა ჩემს მიერ დასახულ მიზანს. პროექტი ორიენტირებული იყო
ისეთი კომპლექსური უნარების განვითარებაზე, როგორიცაა თანამშრომლობა საზოგადოებრივი
პრობლემის გადასაჭრელად, ინფორმაციის მოძიება და რეალიზაცია. ღონისძიების განხორციელების
უნარ-ჩვევები.
პროექტზე მუშაობისას გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გეგმის მიხედვით
5 ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე მოხდა სამოქმედო გეგმის შემუშავება და
ფუნქციების გადანაწილება ( მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით). განმავითარებელი
კომენტარები მეხმარებოდა ნდობის მოპოვებაში და პოზიტიური ურთიერთობის განმტკიცებაში.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა დამხმარე
ორგანიზაციების შესახებ. დაარიგეს კითხვარები სკოლაში. მესამე ეტაპზე მოვინახულეთ ოზურგეთის
რაიონის სოფელ ანასეულის მოხუცთა თავშესაფარი, დავურიგეთ ტკბილეული მოხუცებს, ვესაუბრეთ
მათ, მოგვიყვნენ თავიანთი ისტორიები, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები მათთან ერთად. მოხუცები
ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ, ძალიან თბილად მიგვიღეს, ვაჩუქეთ მათ ერთი ლამაზი დღე.
პროექტის განხორციელების ბოლო დღეს შევაჯამეთ თემა და
გავმართეთ დისკუსია.მონაწილეებმა შეძლეს აზრის თავისუფლად დაფიქსირება, განუვითარდათ
სოლიდარობის, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრებისა და მისი მოგვარებისათვის საჭირო
უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს აგრეთვე სლაიდები და პლაკატები
ინგლისურ ენაზე თემასთან დაკავშირებით. მათ ხალისითა და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართვეს
თავი დაკისრებულ მოვალეობებს.
აქტივობები განვახორციელეთ დაგეგმილი თანმიმდევრობით,
გაწერილ დროში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს იყვნენ უფრო
ფრთხილები და ტბილები მოხუცი ადამიანების მიმართ და მოუწოდონ სხვებსაც - „აჩუქონ მოხუცებს
სითბო და სიკეთე“...
პროექტის ბოლოს მიღწეული შედეგები:
● თანაგრძნობის
გააზრება- განვითარება მოსწავლეებში.
● კვლევა-ძიების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა რუსიეშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
shorenarusieshvili69@gmail.com
No comments:
Post a Comment